2024-04-16 17:23:33, 347 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, აქციაზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცეთ
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, დაკავებულების ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობასა და საქმის ობიექტური გამოძებისკენ მოუწოდებენ. „ექსპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა. გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ დრომდე ზუსტდება რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები განაგრძობენ დაკავებულებთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში. აქციაზე დაკავების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: #577 07 05 63",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბრეგაძე - მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
კობახიძე - საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე ევროკავშირს ჩვენი ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ
მიხეილ სარჯველაძე - არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, მას საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|