21:56 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 00:48:24, 512 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო, წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. და ამას წინათ, როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას…

რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასე - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა.

ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების გამო. აშშ-ის სავაჭრო პალატა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიონ კანონპროექტი.

აშშ-ის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი დააზარალებს უცხოური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე ძირს გამოუთხრის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და ზოგადად, საინვესტიციო გარემოს.

კანონპროექტი ძალიან გაართულებს საქართველოს ევროკავშირის წევრობას და აღნიშნულია, რომ ახლა "კოლექტიური მიზანი" ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს, რითაც გასულ წელს, როდესაც ქვეყანას სტატუსი მიენიჭა "ყველა ამაყობდა".

კანონპროექტი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და შედეგად, შესაძლოა ზიანი მიადგეს საქართველოს შესაძლებლობას, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. კერძოდ აღნიშნავენ, რომ "უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს განვითარების ქვაკუთხედია - რასაც კანონი რისკის ქვეშ აყენებს. უცხოური დახმარების "უცხო გავლენად" გამოცხადებას არ აქვს არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ზრუნვის საგანი მართლაც გამჭვირვალობაა, მათი განცხადებით, "შესაფერისი ზომა შესაძლოა მართვისა და ფინანსური ანგარიშების არსებულ წესებში ცვლილებების შეტანა ყოფილიყო". - წერია განცხადებაში

აშშ-ის სავაჭრო პალატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და ამბობენ, რომ კანონის დამტკიცებას ნეგატიური ზემოქმედება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიოს ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს
ბიძინა ივანიშვილი - საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ
პრემიერი - ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა - თუ ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ
ბრეგაძე - მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics