2024-04-17 11:54:33, 227 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს. გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა. „მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული. „ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|