12:21 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:44:41, 359 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე: "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვას აპირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის ინფორმაციით, "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას აპირებს. 

გოცირიძის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს. გოცირიძე ეროვნულ ბანკს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მოუწოდებს, რომ ეს არ დაუშვას.

„გახსოვთ, "გაზპრომთან" შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და რუსული კი ეშმაკურად გაამჟღავნებდა ხოლმე? თუ თავი გაქვთ, დაიცავით პოზიციები თქვენს ქვეყანაში და გვაჩვენეთ, შეგიძლიათ თუ არა პრობლემების მოგვარებაო. ამას ნიშნავდა ეს.

მსგავსი რამ ხდება ახლაც. სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ "გაზპრომი" აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის "გაჟონვას" უზრუნველყოფს.

ფხიზლად უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ეს არ დაუშვას! თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრ რამეს სულ სხვა რაკურსით დავინახავთ. არ ვიცი, თუ რამდენად მოეწონებათ მათ, ვინც ეს ინფორმაცია "შემთხვევით" შემომიგდო, მისი ამ ფორმით გავრცელება. ან იქნებ, მიზანიც ეს იყო. მიდით და უზრუნველყავით ადგილზე სასურველიო ფონიო. ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს გაზპრომის პრინციპია: სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი“, - განაცხადა გოცირიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ბომბდამშენი მათ ჩამოაგდეს
რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია - მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების გადაყენების საკითხი
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics