10:39 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 14:10:52, 291 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - საქართველოს მომავალი ევროპაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები „არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის". ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. 

 „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ  სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics