10:24 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 14:14:38, 226 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!

„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღდეგ! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:  ებრძვიან სახელმწიფოს!  ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას! ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე!  არ უნდათ არჩევნები!   მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე. 

რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთვარს - ქართულ სახელმწიფოს!  საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!  დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“- წერს მაკა ბოჭორიშვილი.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics