04:06 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 11:59:11, 494 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში"  სამუშაო შეხვედრას მართავს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას შვედეთის მიწის რეგისტრაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებიც პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, ასევე, პროექტის მონიტორინგის, მეტამონაცემების სტანდარტსა და ტექნიკური სპეციფიკაციებზე იმუშავებენ.

პროექტის განხორციელების შედეგად კიდევ უფრო ეფექტური გახდება გარემოსდაცვითი საკითხების, კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების მართვა და ფუნქციონირება; გამარტივდება სხვადასხვა ორგანიზაციას შორის მონაცემების გაცვლის პროცესი, შემცირდება ინფორმაციის მიღების დრო და რესურსი.

საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელმაც ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„საქართველოში, გეო-საინფორმაციო და სივრცითი მონაცემების გამოყენების და გავრცელების თვალსაზრისით,  რამდენიმე წლის წინ  ვითარება  სახარბიელო ნამდვილად არ იყო. ახლა, სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით,  მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. უამრავი ორგანიზაცია აქტიურად იყენებს ამ მონაცემებს. ამიტომ ვცდილობთ, პროექტი მაქსიმალურად გაფართოვდეს", -განაცხადა შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს ექსპერტმა ანდერს ოსტმანმა.

სამთავრობო კომისიის საქმიანობას, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის  შექმნისა და განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა, კოორდინაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტო უწევს.

ღონისძიება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics