20:29 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 23:09:03, 299 ნახვა

პოლიტიკა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი შეშფოთებას გამოთქვამს რუსული კანონის შემობრუნების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, რიგ შემთხვევაში, კანონი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე.

"ჩვენ კვლავ ვართ ღრმად შეშფოთებულები, რომ ეს კანონპროექტი მოახდეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ის ასევე მოახდეს საქართველოში მოქმედი მედია ორგანიზაციებს სტიგმატიზებას, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ეს აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი მძიმე შეშფოთების გაზიარებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან, სადაც კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან
„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
რატი იონათამიშვილი კანონზე - ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე
კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics