00:40 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 00:03:13, 304 ნახვა

საზოგადოება
შსს - მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, "არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის ორივე ნაწილი ჩაკეტეს
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, ხოლო აქციის მონაწილეებს - მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა დაიწყო, გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics