13:53 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 13:55:09, 300 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა შეზღუდულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყრი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა.

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს  გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - თბილისის მერია მოსწავლეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სასკოლო ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის
კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორი თვეში განხორციელდება
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება
ხაბეიშვილი - მცემდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics