2024-04-19 09:30:16, 327 ნახვა
მსოფლიო
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დარტყმა გასულ კვირას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ უპასუხებდა. „შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის სხვა მოკავშირეებმა ნეთანიაჰუს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ირანის მიმართ ნებისმიერი შესაძლო პასუხის დროს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის საპასუხო დარტყმაში“, - წერს CBS News. ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, საჰაერო თავდასხმა რამდენიმე პროვინციაში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ყველგან ისროდა, თუმცა მიზეზს არ ასახელებენ. შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას
პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|