21:59 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 13:02:03, 331 ნახვა

პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი სერ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა, საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

ირინე იმერლიშვილმა სერ გარი ჯონსონსონს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსი და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სიტუაციური ოთახის მნიშვნელობა, რაც საქართველოს კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. სერ გარი ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოში უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიშელი - ეს კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი აღკვეთილი იქნება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“ - შსს განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics