11:03 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 14:59:58, 232 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა.

ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებაზე, ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან.

"ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არა მხოლოდ ვაზიანის, არამედ ქუთაისისა და თელავის აეროპორტზეც. ყველა ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალურად მოხდეს აეროპორტების დიგიტალიზაცია, გამარტივდეს ოპერირებასთან დაკავშირებული რიგი მიმართულებები.  ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს აეროპორტებში გაგვაჩნია იყოს უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის, რათა გავამარტივოთ ის სააეროპორტო პროცედურები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აეროპორტებში გაგვაჩნია. ასევე, საავიაციო უშიშროების მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იყოს უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფი და მოქნილი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ, კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია. 

"რაც შეეხება უშალოდ ვაზიანის პროექტს, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რომლებიც აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ დიდი ინტერესი და ემზადებიან იმ ტენდერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდება. დაწყებული პროექტირებიდან დასრულებული იმ სისტემებით, რომელიც საჭიროა აეროპორტის მართვისთვის, ყველა ამ მომწოდებელთან გვქონდა შეხვედრა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია და ჩვენ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო
ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics