12:09 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 15:19:22, 231 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია

გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ყოფილი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა:

„ყოფილი ელჩის დამოკიდებულება გვახსოვს, ასევე განცხადებები, რომელიც აცდენილია ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას. ელჩისგან ამ ტიპის განცხადებები გასაოცარი იყო. ის აგრძელებს ამ განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. 

რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს ეს კანონპროექტი, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. ეს ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პირიქით, გამჭირვალობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ჩვენს ევროპასთან ინტეგრაციას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები აღარ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე იმოქმედებს
სარწყავი არხების და ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია - ოთარ შამუგია
ლევან დავითაშვილი - სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics