2024-04-20 11:40:52, 242 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. “კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ი/მეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს. სკვერის მიმდებარედ, უკვე მოწყობილია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), აშშ-ის საელჩო - პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს
DRI - პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე, ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე მიანიშნებს
მილერი - ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|