09:56 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 12:31:46, 298 ნახვა

პოლიტიკა
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

კანონი არის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. - ამის შესახებ, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თამჯდომარე რიჰარდს კოლსიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღება გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ.

"ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა

ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან… ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას".- ამბობს ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი.

რიჰარდს კოლსი ერთ-ერთი ინიციატორია იმ წერილისა, რომლითაც 14 ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics