12:15 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 13:08:23, 235 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ.

"უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.

ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის  გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის პროცესში თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, სტუდენტებთან საუბრისას, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერების, განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის დაცვის საკითხში ახალგაზრდა თაობის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები და, ზოგადად, ჯარში სამსახურის ფორმები წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველო სთავდაცვის ძალების ისტორიისა და საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციაც წარუდგინეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს.

2022-2023 სასწავლო წლიდან პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ
აპარატი - სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას ადგენენ
როთი - ქართველი ხალხი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის, დემოკრატია და თავისუფლება გაიმარჯვებს
აშშ-ის საელჩო - პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics