2024-04-20 14:21:33, 297 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს უკრაინის საბრძოლო მასალისთვის. გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ამ კვირაში პლადფორმა crowdfunding-ის მეშვეობით შეაგროვეს თითქმის ორი მილიონი ევრო უკრაინას საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობამ უარი თქვა მონაწილეობაზე ჩეხეთის ხელისუფლების საერთაშორისო ინიციატივაში, უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვაზე ევროკავშირის გარეთ, რომელსაც შეუერთდა მინიმუმ 15 ქვეყანა. სლოვაკეთის წინა მთავრობამ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდა. სლოვაკეთმა გასულ წელს შეწყვიტა სახელმწიფო სამხედრო დახმარება უკრაინას, იმის მტკიცებით, რომ კონფლიქტს არ ჰქონდა სამხედრო გადაწყვეტა და ფიცომ გაიმეორა მოსკოვის მოწოდებები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ფონდების შემგროვებლები ამბობენ, რომ კამპანია მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება ხელისუფლების ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში სექტემბრის არჩევნების შემდეგ. სლოვაკეთში აპრილის დასაწყისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერმა და პარტიის ხმა - სოციალდემოკრატიის ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. ის ფიცოს მოკავშირე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ვოლკერ თურქი - შეშფოთებული ვარ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|