2024-04-20 14:30:05, 312 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ღარიბაშილის თქმით, ის ყოველთვის ღიად ესაუბრებოდა ამ თემაზე უცხოელ პარტნიორებს და ღიად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას. „მე „ენჯეობის“ დაფინანსების თაობაზე, როცა პრემიერი ვიყავი, ღიად ვესაუბრებოდი ჩვენს პარტნიორებს , ჩვენს მეგობრებს და მე ღიად გამოვხატავდი უკმაყოფილებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, რომ მათი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები "ამ რადიკარული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობოებს" აფინანსებენ. „ჩვენთვის არის და იყო მიუღებელი, როცა ეს ფული მიემართებოდა დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|