06:27 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 14:40:52, 559 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2016-2019 წლების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაინტერესებულ მხარეებთან 2016-2019 წლების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა მოაწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სტრატეგიული გეგმის პროექტი მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მახარაძემ წარადგინეს.

„სამინისტრომ სტრატეგიული გეგმის შემუშავება გასულ წელს დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცების შემდეგ იქცევა სამინისტროს გრძელავადიან სამოქმედო გეგმად, რომელიც ხელს შეუწყობს უწყების ყოველწლიურ საქმიანობას. გეგმის მიზანია გამოკვეთოს პრიორიტეტები და სტრატეგიული მიმართულებები, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იხელმძღვანელებს პროგრამებისა და ბიუჯეტის შემუშავებისას, აგრეთვე ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

სამინისტროს 2016-2019 წლების ხედვა: აჭარა ჯანმრთელი და სოციალურად დაცული ოჯახებით!

მისია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ამაღლება; დასაქმების ხელშეწყობა; სტიქიის შედეგად დაზაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში ინტეგრირების ხელშეწყობა.

სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები: სამედიცინო მომსახურებისადმი გეოგრაფიული ხელმისწვდომობის შენარჩუნება და გაზრდა რეგიონის მასშტაბით; სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; დაავადებათა პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნა და დროული რეაგირება; სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა გაზრდა; ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში ინტეგრირების ხელშეწყობა; აჭარის ა/რ ტერიტორიაზე უმუშევრობის შემცირების მექანიზმების ხელმისაწვდომობა და უმუშევრობის დონის შემცირება; სამინისტროს ორგანიზაციული განვითარება“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics