02:59 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 16:20:03, 289 ნახვა

პოლიტიკა
სტანო - EU-ის დირექტივის პროექტი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია და ის უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციებს სამიზნეში არ იღებს

„ფაქტ-მეტრის“ გაგზავნილ კითხვას თუ „რით განსხვავდება ევროკავშირში დირექტივის პროექტი და „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტისგან, მათი მოქმედების არეალისა თუ მთლიანად მიდგომის გათვალისწინებით“, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო პასუხობს.

როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირის დირექტივის პროექტი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია და ის უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციებს სამიზნეში არ იღებს.

„ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიცირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.

დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.

გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics