05:48 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 17:23:40, 235 ნახვა

საზოგადოება
თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება.

„კანონპროექტის თანახმად,  თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა  სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიანად ამ ვრცელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას.

სოფელ ტბათანისთვის და  მის მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება „თუშების სათემო საბჭოს“ წინადადებას და შეთანხმებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან.

გაფართოებულ არეალზეც გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ორი საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის წახალისებას და ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.  წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ. ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს სულ მცირე 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა რისთვისაც 10 მლნ. ლარი იქნება მიმართული.

დაცული ტერიტორიების სწორის განვითარების პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics