2024-04-22 21:20:14, 327 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გერმანიის 3 მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გერმანიის 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყება წერს, ეჭვმიტანილები, ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის (BKA) თანამშრომლებმა, დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფსა და ბად ჰომბურგში დააკავეს.
მათ ბრალად ჩინეთის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლობა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ედებათ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,