03:25 - 04 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-23 10:20:05, 247 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. 

„5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა, გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31% შეადგინა“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს და სანთლები დაანთეს
კობახიძე - მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია
შსს - აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics