10:28 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 14:56:51, 396 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: ელჩის მოადგილემ დაგვიდასტურა, რომ აშშ-ს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანში ეჭვი არ ეპარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასებას ეხმაურება.

ზალკალიანის განცხადებით,  დოკუმენტი  მსოფლიოში არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასებაა და ის მხოლოდ საქართველოსთვის მიძღვნილი არ არის.

ზალკალიანი ამბობს, რომ გუშინ აშშ-ის ელჩის მოადგილეს ესაუბრნენ   და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ს არ ეპარება ეჭვი, საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.

"ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა არის მსოფლიოში არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასება და ის არ არის მიძღვნილი მხოლოდ საქართველოსთვის. გუშინ ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, სადაც მისი მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ ხაზგასმული, რომ აშშ-ს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რომ პირველ რიგში ეს დოკუმენტი და ეს განხილვა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან აღქმული იმ მიმართულებით, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღებაში მიქცევა აშშ-ის მიერ, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართულებით იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ქვეყნის გარედან. სწორედ ეს არის ჩვენი მეგობრების მხარში დგომის ძალიან მკაფიო გამოვლინება და მიმართულია იქით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ უფრო დააჩაქარონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს, - ამის შესახებ ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლეპერმა სენატში განაცხადა.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახური, თავის ოფიციალურ გვერდზე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო საფრთხეებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმეტში საქართველოზეცაა საუბარი.

დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური  რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან  დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც კლეპერმა განმარტა, მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა არის.

კლეპერის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული  პოლიტიკა, პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე, უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური  ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ მთავარი  პოლიტიკური სისუსტე გახდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics