19:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 15:13:17, 379 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ  ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში E-Estonia-ს სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრ ესტონეთის მეწარმეთა კავშირის - Enterprise Estonia - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ჰანნო ტომბერგს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ესტონეთის მიღწევებს  ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოდან ესტონეთს უკვე არაერთი დელეგაცია ეწვია ელექტრონული სერვისების განვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.

ჰანნო ტომბერგმა აღნიშნა, რომ Enterprise Estonia-ს წარმატებული თანამშრომლობა გააჩნია საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან. მან მინისტრს გააცნო ესტონეთში წლების მანძილზე ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელიც ელექტრონული სერვისების განვითარებას მოაქვს როგორც ესტონეთის მოქალაქეებისათვის, ისე კერძო კომპანიებისათვის, კერძოდ, ბიზნესის კეთების სიმარტივე, გადასახადების გადახდის მოქნილი მექანიზმები, ელექტრონული ხელმოწერების სისტემა და სხვა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია ელექტრონული სერვისების განვითარებით და უკვე გადაიდგა ნაბიჯები, რათა საჯარო სერვისები და სხვადასხვა მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის მოსახლეობისათვის. მან განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა ესტონეთის გამოცდილების გაზიარებით ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის, ასევე ელექტრონული რეცეპტების და ზოგადად ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მიმართ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტუდენტების გაცვლის ხელშეწყობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სტუდენტების დაინტერესება ესტონეთში განათლების მიღების მიმართ საქართველოში მატულობს.

E-Estonia-ს სადემონსტრაციო ცენტრში მინისტრი, საქართველოს ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად, ასევე დაესწრო საგანგებო პრეზენტაციას არსებული ელექტრონული სერვისების განვითარების შესახებ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics