12:24 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 15:27:16, 595 ნახვა

სამართალი
ნინო ლომჯარია: ვითხოვთ, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს

 „ვითხოვთ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს, ვინაიდან პრეზიდენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო კორპუსის ფორმირებაში“, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ იურიდიულმა კონსულტანტმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა ამ საკითხთან მიმართებით საინტერესო იქნება პრეზიდენტის პოზიცია და დამოკიდებულება.

„დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. შესაბამისად ჩვენ მათ წარმომადგენლებთან ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე თუ რა ვითარებაა დღეს სასამართლოში. ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიული მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეზიდენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს სასამართლო კოპრპუსისის ფორმირებაში. საინტერესო იქნება მისი პოზიცია და დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, მან აღნიშნა, რომ უნდა წახალისდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ერიდებიან და არ შედიან კლანურ გარიგებაში.

„ჩვენი ცალსახა პოზიცია არის ის, რომ სისტემაში დღეს პირიქით უნდა წახალისდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ერიდებიან და არ შედიან კლანურ გარიგებაში, საჯაროდ და ღიად საუბრობენ პრობლემაზე. ნაცვლად იმისა, რომ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭო იღებდეს დისციპლინარულ დევნას, ვფიქრობ რომ ისინი პირიქით უნდა სხდებოდნენ მაგიდასთან და უნდა საუბრობდნენ ამ პრობლემაზე“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დისციპლინარული გადაცდომა მამუკა ახვლედიანს, ლომჯარიამ განაცხადა: „არ ვფიქრობთ, რომ ადამიანი რომელიც საუბრობს სისტემურ პრობლემებზე და ასაჯაროვებს ამას ეს არის სასამართლო რეპუტაციის შელახვა. პირიქით, რაც ხდება საბჭოში და როგორც მოქმედებს ის ეს ლახავს სასამართლოს იმიჯს და რეპუტაციას“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics