02:35 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 13:06:13, 219 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებებზე.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

ირაკლი ჩიქოვანმა ანდრიუს კალინდრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიეტუველი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხდა. მან ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში მეგობარი ქვეყნის წვლილი.

საუბარი შეეხო კიბერთავდაცვის, ეროვნული გვარდიის განვითარების, ასევე სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას.

შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატას რუპშისი დაესწრო”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics