22:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:17:38, 599 ნახვა

სამართალი
კახა კოჟორიძე: მოსამართლეთა შერჩევა-დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი უნდა შეჩერდეს

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა სახითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა სისტემური რეფორმების გატარება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის დანიშნვის ხარვეზიანი პროცესი უნდა შეჩერდეს და საქართველოს პარლამენტმა სისტემური რეფორმების გატარება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის საპარლამენტო სიტყვაში, დღის წესრიგში სასამართლოში არსებული პრობლემები დააყენა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თავიანთ ანგარიშებში სასამართლოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას საბჭოს საქმიანობის აღწერით იწყებენ. დღეს ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება მშვიდი სახეებით ველოდოთ, როდის დაინგრევა სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი.

საქართველოს სჭირდება არა ისეთი მოსამართლეები, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარ სახელსა და გვარზე, არამედ სჭირდება მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი სახელით და გვარით და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იამაყებენ“ , -  განაცხაგა კოჟორიძემ.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს. სისტემური რეფორმების მოგვარების თვალსაზრისით და პირველ რიგში ეს ცხადია მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics