01:21 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 14:49:06, 221 ნახვა

საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
 
"ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური  განვითარების ფაზებსა და   კლიმატური  რისკების  მართვის  მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  მეხილეობის,  მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით  მიმდინარე კვლევებსა და   სამეცნიერო პროექტების  შესახებაც მიიღეს.  
   
აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხიდეშელი უძღვებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics