00:58 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 14:52:42, 244 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს

კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ეროვნულ ბანკთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად. სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, რომ ქვეყანაში არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც  კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" გამართა და მას საჯარო და კერძო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.

დამსწრე საზოგადოებას პროგრამა დეტალურად გააცნო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„ჩვენი სამინისტროს გუნდი კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმაზე ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს - ჩამოყალიბდა საინვესტიციო ფონდების ახალი კანონმდებლობა, დაიწყო და ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, შეიქმნა მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები: ქავერდ ბონდები, სეკიურიტიზაციის კანონი, ნებაყოფლობითი საპენსიო ე.წ მესამე პილარი და ა.შ. თუმცა, რეფორმის წარმატებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბაზრის კონკრეტული ინსტრუმენტებით სტიმულირება და ხელშეწყობა, სწორედ ეს მიგვაჩნია რეფორმის შემდგომ ფაზად", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

რაც შეეხება პროგრამის ამოცანებს - „აწარმოე საქართველოში" ახალი მიმართულება მიზნად ისახავს  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.

2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება, რომლებიც საფონდო ბაზარზე150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.

პროგრამის მიხედვით, მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 60 მლნ ლარს, სააგენტო შესაძლებლობას მისცემს, პროგრამის თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტებში ჩაერთონ.

ამასთან, 60 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის ან/და ფინანსურ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, თანადაფინანსების კომპონენტს, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა უზრუნველყოფს. ამ პროგრამის თანახმად, ასევე იგეგმება 60 მილიონამდე შემოსავლების მქონე მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური ცოდნა ჰქონდეს ალტერნატიული დაფინანსებების მოზიდვის შესაძლებლობების შესახებ.

მისი ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის განვითარებას აქვს ძალიან ხანგრძლივი და დეტალური სამოქმედო გეგმა, მათ შორის წილობრივი საინვესტიციო ფონდების ხელშეწყობის და საპენსიო რეფორმის დახვეწის მიმართულებით - შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება.

მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით „აწარმოე საქართველოში" არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას.  ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.

„დარწმუნებული ვარ, ეს უმნიშვნელოვანეს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართველ მეწარმეებს ბიზნესის დაფინანსების და განვითარების ნაწილში", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics