01:34 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:34:43, 401 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: ჩემთან საუბარში გოგი თოფაძე უარყოფს, რომ არჩევნების გაყალბებაში თინა ხიდაშელს ბრალი დასდო

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, დეპუტატ გოგი თოფაძეს პირადად ესაუბრა და ის  უარყოფს, რომ საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში  თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ბრალი დასდო.

„მე პირადად ვესაუბრე ბატონ გოგის და მან თქვა, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, რაც არ უთქვამს მას, იმედი მაქვს, თუ თქვენც მიმართავთ მას,  ის საჯაროდაც დაადასტურებს ამ ფაქტს. ყოველშემთხვევაში იმას, რაც მან მე მითხრა. მე ვიღებ რა ბატონი გოგის ამ პასუხს, ჩემი პასუხი ასეთია, რაც არ ყოფილა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გოგი თოფაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობს:

„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“, - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გოგი თოფაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics