16:31 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:37:52, 649 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მხარდაჭერას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის განხორციელების მიზნით 49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. ევროპის საინვესტიციო ბანკი ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, ხოლო მსოფლიო ბანკი - დაახლოებით 8.3 კმ-ის მშენებლობას (შესაბამის ხელშეკრულებს ხელი უკვე მოეწერა მიმდინარე წლის 10 თებერვალს).

პროექტის განხორციელების პერიოდია 2016-2020 წელი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, EIB-ის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის სამშენებლოო სამუშაოები (ახალი მიმართულება). პროექტის დასაფინანსებლად EIB-ის გამოყოფილი აქვს 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქი) ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტების მომზადება.

ამასთან, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებაში EIB-სთან ერთად მონაწილეობს ევროკავშირი, რომელმაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით პროექტის მხარდასაჭერად გამოყო გრანტი 20 მილიონი ევროს ოდენობით.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რეგიონის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ინვესტიციები გზების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics