18:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:41:58, 623 ნახვა

ეკონომიკა
„ქუთაისის წყალარინების პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით, EIB-მ საქართველოს 100 მილიონი ევრო გამოუყო

ფინანსთა სამინისტროში ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" შორის „ქუთაისის წყალარინების პროექტის" განხორციელების მიზნით, საპროექტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) ვიცე პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ და  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ხუციშვილმა მოაწერეს.

„„ქუთაისის წყალარინების პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით EIB-მ საქართველოსთვის გამოყო 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს EIB-ის ვიცე პრეზიდენტის, ლასლო ბარანიაის საქართველოში პირველი ვიზიტის დროს გაფორმდა.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, შეიცვლება ძველი და დამონტაჟდება ახალი საკანალიზაციო მილები, ჩამდინარე წყლების ახალი სატუმბი სადგურები, მოეწყობა ახალი და მოხდება ძველი საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია; აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა.

პროექტს განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია".

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით წყლის სექტორში მიმდინარეობს ორი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების (სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, შიდა ქართლი და კახეთი) მასშტაბით წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics