14:25 - 07 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 19:46:34, 306 ნახვა

პოლიტიკა
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალზე - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებულ საკითხზე "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მელიას თქმით, 29 აპრილს იქნება პირველი აქცია, "სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრი მოქალაქე მივა ქუდით და კეპით, რომ ადვილი არ იყოს იდენტიფიცირება".

"ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოჰყავთ და მჯერა, რომ ბევრი არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძვრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოჩნდება და მიიმალება, მაგრამ ბევრსაც მოუწევს იქ დგომა მაინც. მაგრამ, ეს იქნება პირველი აქცია, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრ მოქალაქეს ვიხილავთ ქუდით და კეპით და სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ იქნებ ადვილად იდენტიფიცირებული ისინი არ გახდნენ", - განაცხადა მელიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters - ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიჭრა
ენმ-ის იურისტი - ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში - ჩვენი კონსტიტუციით, ეს წამებას უტოლდება
ოხანაშვილი - „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ ორშაბათს, 13 მაისს განვიხილავთ
მერია - მიწის მასის ჩამოშლის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics