2024-04-27 16:30:10, 263 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე. "ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხეილ სარჯველაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჯარო და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, დღის წესრიგში არსებულ თითოეულ საკითხზე სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შეხვედრები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრები. ასევე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელმძღვანელი ნინო სარიშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ევროკავშირის პრესსპიკერი - სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია.
ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და არ იქცეს კანონად
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება - ევროპის დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო
ალიკა კუპრავა - გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ
|
ომი უკრაინაშიგენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 478 730-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა უკრაინის ექვსი რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|