2024-04-27 17:16:34, 313 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა სენატორების წერილზე - პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ
პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს. როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს იღებს კანონს, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. „კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით - დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ“, - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
ლანდსბერგისი - სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|