07:38 - 15 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 11:59:20, 343 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - პაპუაშვილის, ოხანაშვილის და მანდატურების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვაპირებ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის, სალომე სამადაშვილი გააძევა.

„ლელოს“ წარმომადგენელს მას შემდეგ დაატოვებინეს სხდომა, რაც მან კითხვა დასვა, თუ როგორ იმოქმედებდა აღნიშნული კანონი უვიზო რეჟიმზე.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ის "ფიზიკურ ძალადობაზე" სარჩელის შეტანას აპირებს.

„ეს ფიზიკური ძალადობაა. ამიტომ, ამ ფიზიკურ ძალადობაზე მე ვაპირებ, რომ შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგაც, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვედანტ პატელი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომელზეც ამჟამად იმყოფება
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
15 მაისის 09:30 საათიდან, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics