2024-04-29 12:17:16, 345 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია ომბუდსმენს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საკითხი არა პოლიტიკური შეფასების, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია. "მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ჩემი პასუხისმებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს მას ამ კანონთან მიმართებაში. ბ-ნო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიუციური უფლება; დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება; ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას... ბ-ნო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული თავისუფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. ბ-ნო ლევან, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით - გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი",- განაცხადა თამარ კორძაიამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბორელი და ევროკომისია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და 9 ნაბიჯში აღწერილი რეფორმები განახორციელოს
სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
IBSU-ს სტუდენტები რექტორს - სამშობლო ნებისმიერ „აკრედიტაცია-ავტორიზაციის“ პროცესებზე მაღლა დგას!
აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
|
ომი უკრაინაშიენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|