09:40 - 16 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 23:59:45, 427 ნახვა

პოლიტიკა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა

Mapchecking.com-ის მიხედვით,  მმართველი  პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე  112 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ, რუსთაველის გამზირზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობას, ვიდრე თავისუფლების მოედნამდე.

აღნიშნული ტერიტორია, მიახლოებით 28148 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღევანდელ აქციაზე 112500 ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე, ტელეკომპანია "რუსთავი ორის" ჰაერიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები, იკავებენ ტერიტორიას, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან, ხალხის მასიურად განლაგება, გხვდება პირველი საჯარო სკოლიდან მეტრო თავისუფლებამდე. აქ შესაძლოა გამოყენებული იქნას, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანი. 

Mapchecking მეთოდს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებები იყენებენ. მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე ან 4,5 - ზე. ტერიტორიის ფართობი მრავლდება 3-ზე, 3.5-სა და 4 ან 4,5-ზე.

აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში.  გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები.

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის პროფესორ, ჰერბერტ ჯეიკობს გამოთვლის მეთოდით დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება.
მჭიდრო აქციის პირობებში კვადრატულ მეტრზე 4.5 ადამიანი ეტევა, ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე.
აქციის სიმჭიდროვედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ კვადრატულ მეტრზე 4,.5 ადამიანი ანუ 9 ადამიანი ორ კვადრატულზე. 

28 ათასი კვადრატული მეტრი გავყავით ორზე, მიღებული ციფრია 14 ათასი , შემდეგ კი 9 გავამრავლეთ 14 ათასზე. და მივიღეთ 126  ათასი აქციის მონაწილე.

საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა.

ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.


 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს იდაყვისა და მუშტის დარტყმით დაზიანებები მიაყენა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
კოლომინა - მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს
ევროსაბჭოს მდივანი - კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics