05:21 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 11:35:04, 339 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ვიღაცებს სურთ, რომ მოკავშირეები წარმოადგინონ ომის პარტიად - ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა [ვიდეო]

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ რაღაც უცნობ ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევვს ავანტურასა თუ კონფრონტაციაში,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა".

"მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდნენ შავბნელი ძალები და ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომითა და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.

30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ არის გაერთიანებული - ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფერონების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.

საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ ცდილობდა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვცის ძალები; სქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ რაღაც უცნობ ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევვს ავანტურასა თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics