20:01 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 12:12:09, 229 ნახვა

საზოგადოება
„პროფესიები მომავალში“ - „თიბისის“ შეხვედრების ახალი სერია

"პროფესიები მომავალში"  "თიბისის" ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას არსებულ პროფესიებზე.

პირველი შეხვედრა - როგორ ცვლის შემოქმედებით ინდუსტრიას ტექნოლოგიები - კანის ლომების კრეატიული ფესტივალის ახალგაზრდული კონკურსის პანელის მთავარი თემა იყო.

როგორ შეიძლება, შეიცვალოს საქმიანობები და პროფესიები და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? მოკლავს თუ არა შემოქმედებითი სფეროს პროფესიებს გენერაციული AI ინსტრუმენტები? ამ თემების ირგვლივ შეხვედრაზე ისაუბრეს: "დიზაინ ინსტიტუტის" დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ, ზაალ გაჩეჩილაძემ - AI Lab დამფუძნებელმა და კოკა ქამუშაძემ Playmakers დამფუძნებელმა.

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს. ხშირად ვისმენთ, იმასაც რომ AI სხვადასხვა პროფესიებში ადამიანებს ჩაანაცვლებს. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები პროფესიას არათუ "გვართმევს", არამედ პირიქით, ეს არის შესაძლებლობა ვეძებოთ ახალი ინტერესები და გვქონდეს მრავალფეროვანი კარიერა.

"თიბისისთვის" ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, "თიბისი", ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ
მედია - ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლეს
შოლცი - გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა
პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics