03:23 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 12:54:26, 235 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანი - თანამედროვე გამოწვევების პირობებში, გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ჯარის გაძლიერებას ემსახურება

„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და, განსაკუთრებით, რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს: „ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“.

ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ - საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს - დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მან.

აღნიშნულ თემებზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics