2024-04-30 14:53:44, 294 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ ყველას, პარლამენტის წინ 19:00 საათზე შევიკრიბოთ
არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 30 აპრილს პარლამენტის წინ, 19:00 საათზე მოსახლეობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი შეეწინააღმდეგებიან დღეს აღნიშნული კანონის პლენარულ სხდომაზე მიღების მცდელობას. „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა. დღეს ხელისუფლება ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ განხილვას გეგმავს. ამიტომაც, ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:
ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად", - აღინიშნა ბრიფინგზე. შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტია და არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა ის ხშირად არღვევს კონსტიტუციას
მერია - კახა კალაძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
კალაძე - თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, ხომ შეიძლება, ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ
|
ომი უკრაინაშიტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 489 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამით, 20 რუსული „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|