16:47 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 00:44:40, 352 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მთავრობას - სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის "დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა".

"მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.

ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.

სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები რამდენიმეჯერ დაარბიეს. დაშავებულია ათობით ადამიანი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - თუკი, დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, „გამჭვირვალობის კანონის“ აუცილებლობაც აღარ იქნება
როსვალი - შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, დემონსტრაციებით და კანონით, რომელსაც იღებენ
მოლდოვამ ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა
მერია - სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics