2024-05-01 01:26:51, 368 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს
საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. "რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები განახორციელოს
ქურასბედიანი - ვენეციის კომისიის დასკვნაში დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას მრავლად ვხვდებით
ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს
პესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - უკრაინელი სამხედროები არახელსაყრელ ვითარებაში იმყოფებიან, ამის გამო ზელენსკი ომში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა
ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ის დამოუკიდებელი ფიგურა არ არის
ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|