2024-05-01 11:17:20, 340 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. "2024 წლის 30 აპრილსა და 1-ელ მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია",- ნათქვამია განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, „ოცნება“ - ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია
Politico - EU ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
მაისის განმავლობაში ბათუმს უცხოელი ჟურნალისტები 10-მდე ქვეყნიდან სტუმრობს
|
ომი უკრაინაშიანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 495 070-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|