06:38 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 14:34:20, 329 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების უფლება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებს.

როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, ის გმობს ძალადობას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონს აპროტესტებენ.

„მკაცრად ვგმობ საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური გავლენების კანონს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ. ძალის გამოყენება მის ჩასახშობად მიუღებელია“, - წერს ბორელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics