05:05 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 15:19:12, 270 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირს ძლიერი სუვერენიტეტისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სჭირდება, სწორედ ასეთი საქართველო გვექნება

ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს ძლიერი სუვერენიტეტით და ძლიერი ეკონომიკით“- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 

“რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. ევროკავშირში არავის სჭირდება „გაფარჩაკებული“ ქვეყნები. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის მქონე, სახელმწიფოებრივად შემდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. 

გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო გვექნება და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც მართლა ევროკავშირში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“,- აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics