05:05 - 19 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 16:39:26, 343 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია - მივმართავთ პოლიციელებს, არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის უკანონო ბრძანებები - უნდა დაისაჯოს გომელაური

მივმართავთ ყველა პოლიციელს, თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს - როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიან მოქალაქეების წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები,- ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წუხელ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

"ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგაზიანოს, მაგრამ ვერასოდეს მოერევიან ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე 

მივმართავთ ყველა პოლიციელს, თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიან მოქალაქეების წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები. 

მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილ. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური...

ყველა ოპოზიციური პარტია ერთად და ერთხმად ვგმობთ იმ ძალადობას, რაც საქართველოს მოქალაქეები და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება. ამ ეტაპზე, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში, ძვირფასო მოქალაქეებო და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას",- აღინიშნა ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 აპრილსა და 1-ელი მაისის ღამეს, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.

თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - "აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს - ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics